ღირებულება: უფასო. თქვენ ჯერ არ ხართ ამ კურსზე დარეგისტრირებული.
კურსის აღწერა
ეს უფასო, სრულად ონლაინ მოკლე კურსი არის საბაზისო შესავალი ფიტნესისა და კონდიცირების ცნებებში მათთვის, ვისაც სურს მეტი გაიგოს ვარჯიშისა და საკუთარი ფიტნეს რუტინის შესახებ. კურსი მოგაწვდით რამდენიმე ძირითად კონცეფციას, რომელიც დაგეხმარებათ ვარჯიშში, მიუხედავად იმისა თუ რა არის თქვენი მიზანი - ფიტნესი, კუნთოვანი სისტემის განვითარება თუ ზოგადი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა.
ამ მოკლე კურსში 5 თემაა განხილული.
თქვენ გაეცნობით ფუნქციური სკრინინგის საფუძვლებს, სადაც შეისწავლით მოძრაობის ხარისხისა და უძრავი პოზის შეფასებას.
ჩვენ გაგაცნობთ წინააღმდეგობის ვარჯიშს, სადაც ვისაუბრებთ სიძლიერის განვითარებაზე.
ჩვენ აღვწერთ გამძლეობის განვითარებას, სადაც მიზნად ვისახავთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ზოგადი ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.
ჩვენ წარმოგიდგენთ კვებასა და ნუტრიციას და გაგაცნობთ, თუ როგორ დაგეხმარებათ თქვენი იგი მიზნების მიღწევაში შესაბამის ვარჯიშთან ერთად.
ჩვენ ეს ყველაფერი გავაერთიანეთ პროგრამის დიზაინთან, სადაც თქვენ შეისწავლით, თუ როგორ აითვისოთ ყველა ასპექტი და ეფექტურად დანერგოთ ისინი თქვენს ვარჯიშში.