სერტიფიკატი ფიზიკური მომზადების გამოყენებით მეთოდიკაში (ინგლისური)

ამჟამინდელი სტატუსი
არ ხართ დარეგისტრირებული
ღირებულება
€995

ფასი: €995

კურსის აღწერა

ფიზიკური მომზადების გამოყენებითი მეთოდიკის სასერტიფიკატო კურსის მიზანია მისცეს სტუდენტს ცოდნა ვარჯიშის მნიშვნელოვანი ცვლადებისა და პერიოდიზაციის გეგმების მიკრო-, მეზო- და მაკრო-დონეების შესახებ. კურსი არ არის მიმართული სპორტის რომელიმე კონკრეტულ სახეობაზე და გამოსადეგია როგორც პროფესიონალი ათლეტების, ისე ზოგადი პოპულაციის მწვრთნელობის მსურველებისათვის. 

თემები

პროგრამაში შედის სხვადასხვა თემები, მათ შორის: 

·     შესავალი ანატომიასა და ფიზიოლოგიაში

·     წინააღმდეგობის ვარჯიშის ძირითადია აწევები

·     შესავალი სიჩქარეში, აჩქარებასა და შენელებაში

·     სიჩქარე - მაქსიმალური სიჩქარე და სისხარტე

·     გამძლეობის განვითარება

·     ფიტნესის ტესტირება

·     პროგრამის დიზაინი და პერიოდიზაცია

 

სასწავლო შედეგები

კურსის სასწავლო პროგრამა მოიცავს სამ ძირითად ნაწილს - თეორიულ ასპექტებს, პრაქტიკულ წვრთნას და პროგრამის მართვას. 

კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტს ექნება გუნდური და ინდივიდუალური ათლეტებისათვის სავარჯიშო პროგრამების შედგენისა და იმპლემენტაციის ძირითადი ასპექტების და პრინციპების ცოდნა და სიღრმისეული გაგება. სტუდენტს ასევე ექნება განმავითარებელ პროგრამაში მრავალფეროვანი სავარჯიშო მეთოდების გამოყენების და პრაქტიკული წვრთნის ეფექტური ცოდნა. მას ასევე ექნება ცოდნა და უნარები მონიტორინგის, მართვის და გუნდური და ინდივიდუალური განვითარების განხილვა-შეფასებისათვის.

გადაახვიეთ ზევით
გადაახვიეთ ზევით