Certificate in Applied Youth Athletic Development (Georgian)

995.00

ეს სერტიფიკატი მწვრთნელებს, მასწავლებლებს და ახალგაზრდულ სპორტში ჩართულ სპეციალისტებს აძლევს ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას, რათა შექმნან ასაკთან შესაბამისი, ეტაპობრივად განვითარებადი და უსაფრთხო ატლეტური პროგრამები ბავშვებისა და მოზარდებისათვის. პროგრამა ხაზს უსვამს იმასაც, რომ ბავშვის ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარება დაბადებიდან იწყება, ამიტომ სწორ მიდგომებს ადრეული ასაკიდან დიდი მნიშვნელობა აქვს.

პროგრამა ეფუძნება თანამედროვე სპორტულ მეცნიერებასა და პრაქტიკულ სამწვრთნელო მეთოდებს. მონაწილეები სწავლობენ, როგორ გააუმჯობესონ ბავშვებისა და ახალგაზრდების მოძრაობის უნარები, ფიზიკური მომზადება და საერთო სპორტული მზადყოფნა სხვადასხვა გარემოში — კლუბში, სკოლაში ან საზოგადოებრივ სივრცეში.

კატეგორია: ფასიანი კურსები

მთავარი თემები

კურსი მოიცავს ახალგაზრდული გრძელვადიანი ატლეტური განვითარების ფართო სპექტრის საკითხებს, მათ შორის:

  • თამაშის მნიშვნელობა და ადრეული ფიზიკური წიგნიერება
  • ზრდა, მოძრაობა და ახალგაზრდების განვითარების პრინციპები
  • ბავშვის მოძრაობის სკრინინგები და მზადყოფნის მაჩვენებლები
  • ფუნდამენტური მოძრაობის უნარები
  • ეფექტური სამწვრთნელო უნარები ახალგაზრდებთან სამუშაოდ
  • ატლეტური განვითარება: ძალა, სიჩქარე, სისწრაფე, კოორდინაცია
  • წამყვანი ქვეყნების მოდელები და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ჩარჩოები
  • ბავშვებთან მუშაობის მთავარი კონცეფციები და პრაქტიკული მოსაზრებები
  • ფიზიკური განვითარების საფუძვლები და გრძელვადიანი სპორტული განვითარების მოდელი (LTAD)

კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტი შეძლებს:

  • ახსნას ახალგაზრდული ატლეტური განვითარების ძირითადი კონცეფციები და მნიშვნელოვანი ფაქტორები.
  • მწვრთნელი შეისწავლის ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში ბიოლოგიური მომწიფების არაწრფივი და ინდივიდუალური დინამიკა.
  • შეაფასოს და გაწვრთნას საბაზისო მოძრაობები, ფუნდამენტური მოძრაობითი უნარები და საბაზისო მოტორული პატერნები.
  • დაგეგმოს და დანერგოს უსაფრთხო, ეფექტური და ასაკისთვის შესაბამისი ატლეტური განვითარების პროგრამები ბავშვებისა და მოზარდი სპორტსმენებისთვის სხვადასხვა ასაკობრივ და სპორტულ კონტექსტში.
გადაახვიეთ ზევით
გადაახვიეთ ზევით