ეს კურსი მიმოიხილავს LCPE Strand 1-ს, ანუ ირლანდიაში ფიზიკური აღზრდის ახალი სასერთიფიკატო პროგრამის პირველ ნაწილს. ის მიზნად ისახავს საშუალო სკოლის (secondary school) მასწავლებელს ზოგადი წარმოდგენა შეუქმნას იმ ოთხ თემაზე, რომლებიც შედის Strand 1-ში.
პროგრამა ძირითადადად მოიცავს სხვადასხვა ფიზიკური აქტივობის სფეროებიდან აღებულ ზოგად მაგალითებს, თუმცა ასევე იყენებს მაგალითებს სპეციფიური სპორტული კონტექსტებიდანაც, კონკრეტული პუნქტების საილუსტრაციოდ. თითოეული თემა დეტალურად განიხილება და კურსის მიზანია, მისი დასრულების შემდეგ მასწავლებლებს ჰქონდეთ საჭირო თავდაჯერებულობა და ცოდნა, რათა გამოიყენონ Strand 1-ში შემავალი თემატიკა საკუთარ საკლასო გარემოში.
ამ კურსის დასრულებისას დამსწრეს ექნება:
Strand 1-ში შემავალი თემატიკის სიღრმისეული გაგება
ფიზიკური ფიტნესის შეფასების ჩატარებისათვის საჭირო სრულყოფილი ცოდნა
წინააღმდეგობის/წონებით ვარჯიშის პროგრამის დაგეგმვა და იმპლემენტაცია
საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიის გამოყენება პერფორმანსის ანალიზისათვის.